Saturday, June 10, 2017

რეფლექსიები

დღე პირველი:
    ტრენინგის პირველივე დღე საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმაციულად მდიდარი აღმოჩნდა. ყველა საკითხი, რაც კი გავიარეთ, საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის. სწორედ რომ ზედგამოჭრილია ჩვენი მუშაობის უკეთ წარმართვაში, ამაში ტრენერის პროფესიონალიზმიც გვეხმარება.

დღე მეორე:
    მეორე დღეს თითქმის ყველა პედაგოგმა წარმოვადგინეთ მინი- პრეზენტაცია ჩვენ მიერ შერჩეული საპროექტო თემების შესახებ, შერჩეული იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური თემები, დღეს ვისწავლეთ პუბლიკაციის ერთ-ერთი საშუალების--ბროშურის დამზადება word-ის ფაილში, დახაზვა, დაკოპირება, სათაურის და სურათების ჩასმა გარეკანზე.
    ბევრი ახალი რამ გავიგე დღეს.

დღე მესამე:
    კიდევ ერთხელ გავიმეორეთ და განვამტკიცეთ საკითხები  ბროშურის დამზადების შესახებ, ვიმსჯელეთ ჩვენი საპროექტო თემების ირგვლივ და მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების განსაზღვრა, რაშიც სასარგებლო კონსულტაცია გაგვიწია ტრენერმა.

დღე მეოთხე:
       დღეს ვისწავლეთ დრაივიდან გაზიარება, გუგლში მუშაობა, ატვირთვა. საფუძვლიანად განვიხილეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ინფორმაციას მოიცავდა, ცოტა გამიჭირდა.

დღე მეექვსე:
     დღეს ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკაზე, კრიტერიუმებზე, პრეზენტაციის სტრუქტურაზე. გავერკვიე იმაში, რომ გაკვეთილის გეგმაში სასწავლო პროცედურები (აქტივობები) უნდა იყოს უნდა იყოს ვრცლად და დეტალურად გაშიფრული. ასევე  განვიმტკიცე ცოდნა სლაიდებში ვიდეოს ჩასმაზე და მასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურებზე.

დღე მეშვიდე:
    კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით შესასრულებელი დავალებების ჩამონათვალში, დავაზუსტეთ პროექტის შეფასების რუბრიკები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე.